ვაპირებ ტაქსის მძღოლებთან შეხვედრას - კახა კალაძე

საქართველო, თბილისი - 14:06 | 15.04.2019
ნანახია: 783

გვესმის ამ ადამიანების, 24 საათის განმავლობაში საჭესთან არიან, რომ თავიანთ ოჯახებში ლუკმა-პური შეიტანონ. სწორედ აქედან გამომდინარე მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, რომ რეფორმა განხორციელდეს ეტაპობრივად, რათა ტაქსის მძღოლებს და მათ ოჯახებს ეს სიმძიმე არ დააწვეთ, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ზუსტად ავტომობილებს აქვთ ძალიან დიდი როლი ჰაერი დაბინძურებაში და არსებულ ეკოლოგიურ მდგომარეობაში. 

„ტაქსის მძღოლებთან შეხვედრა გვქონდა და კიდევ ვაპირებ შეხვედრას. კომუნიკაციის პრობლემა ნამდვილად არ არის. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ რეფორმა, რომელიც დავიწყეთ, მნიშვნელოვანია. არავის გვსიამოვნებს ის არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა, რომელიც დღეს ქალაქშია. ზუსტად ავტომობილებს აქვთ ძალიან დიდი როლი ჰაერის დაბინძურებაში და არსებულ ეკოლოგიურ მდგომარეობაში. გამოვდივართ არსებული სოციალური მდგომარეობიდან, გვესმის ამ ადამიანების, 24 საათის განმავლობაში საჭესთან არიან, რომ თავიანთ ოჯახებში ლუკმა-პური შეიტანონ. სწორედ აქედან გამომდინარე მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, რომ რეფორმა განხორციელდეს ეტაპობრივად, რათა ტაქსის მძღოლებს და მათ ოჯახებს ეს სიმძიმე არ დააწვეთ. ამიტომ ავიღეთ ყველა ის მძიმე ვალდებულება, რაც შეღებვას, თეთრი ფირის გადაკვრას ეხება. დარწმუნებული ვარ, ვინც კარგად აზროვნებს და უფიქრდება, თუ რა რეფორმას ახორციელებს დედაქალაქის მთავრობა, ყველა მიხვდება, რომ მნიშვნელოვანია“, – განაცხადა კალაძემ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე