სენაკში თი ბი სი ბანკის გადახდის აპარატი მოიპარეს

საქართველო, თბილისი - 14:00 | 15.04.2019
ნანახია: 950

სენაკში თი ბი სი ბანკის გადახდის აპარატი მოიპარეს. შემთხვევა გვიან ღამით, რაიონულ სასამართლოსა და პროკურატურის შენობებიდან რამდენიმე მეტრში მოხდა.

მოპარული ბანკომატი პროკურატურის გვერდით მდებარე ეზოში შეიტანეს, დაამსხვრიეს და იქვე დატოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, მოპარული აპარატიდან დაახლოებით 50 ათასი ლარია წაღებული. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.  ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე