თემურ ჭყონია: საპატრიარქო ეკონომიკურად უფრო წამგებიან პოზიციაში აღმოჩნდა, ვიდრე სახელმწიფო

საქართველო, თბილისი - 12:55 | 25.09.2015
ნანახია: 2117

 

საპატრიარქოსა და მთავრობას შორის ბოლო პერიოდში მიღწეულ შეთანხმებას, ბიზნესმენი თემურ ჭყონია საპატრიარქოსთვის ეკონომიკურად წამგებიანად მიიჩნევს. როგორც ცნობილია, მთავრობასა და საპატრიარქოს შორის მიღწეული შეთანხმებით, მთავრობამ საპატრიარქოს ბობოყვათის რეზიდენცია გადასცა, სანაცვლოდ კი საპატრიარქომ სახელმწიფოს კრწანისის ტყე-პარკი დაუბრუნა.

„საპატრიარქო ეკონომიკურად უფრო წამგებიან პოზიციაში აღმოჩნდა, ვიდრე სახელმწიფო. სახელმწიფო მოგებული დარჩა, მოდი ასე ვთქვათ.

მეორე მომენტია, როდესაც საპატრიარქოს გადასცეს ბობოყვათის საპრეზიდენტო რეზიდენცია, თავად საპატრირქოსაც შეექმნა პრობლემები, რადგანაც ამ რეზიდენციას უნდა შენახვა. რაც საკმაოდ ძვირი ჯდება და სახელმწიფო ამისგანაც განთავისუფლდა“- განაცხადა "ბიზნესკონტაქტთან" თემურ ჭყონიამ.

ბიზნესმენი აღნიშნულ გარიგებაზე აცხადებს, რომ სახელმწიფოსა და საპატრიარქოს შორის მიღწეული გარიგება ლოგიკას მოკლებული არ არის.

ბობოყვათის საპრეზიდენტო რეზიდენცია მტავრობას საპრივატიზაციო ნუსხაშიც კი ქონდა შეტანილი და მის გასხვისებას მინიმუმ 25 მლნ დოლარად გეგმავდა. თუმცა თემურ ჭყონია აცხადებს, რომ რეზიდენციის ფასი საკმაოდ დაბალი იყო.

„მე ნამყოფი ვარ ამ ბობოყვათის საპრეზიდენტო რეზიდენციაში. 25 მლნ დიოლარად შეაფასეს იმიტომ, რომ პრეზიდენტის რეზიდენცია ერქვა, თორემ 25 მლნ დოლარის იქ არაფერი არ არის“, მიიჩნევს ბიზნესმენი.

 

 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე