ფერმერი თავისმა კაზუარმა მოკლა

საქართველო, თბილისი - 13:03 | 15.04.2019
ნანახია: 1696

ამერიკის ფლორიდის შტატში, 75 წლის ფერმერი მარვინ ხაიოსი თავისმა კაზუარმა მოკლა. ფრინველი პატრონს იმ დროს დაესხა თავს, როდესაც ის მასთან ვოლიერში მიდიოდა, რათა საკვები მიეტანა. სავარაუდოდ ფერმერმა წაიბორძიკა და დაეცა, რის შემდეგაც კაზუარი მას თავს დაესხა და ბრჭყალებით სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა. მიღებული ჭრილობებისგან მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა.  იუწყება USA Today. ხაიოსს ორი კაზუარი ჰყავდა.

კაზუარი დედამიწაზე ყველაზე საშიში ფრინველია. მისი სხეულის სიმაღლე 1,5–1,8 მ-ს, ზოგიერთ შემთხვევაში კი ორ მეტრსაც აღწევს, ხოლო წონა 60-80 კგ-ს. მისი დანასავით ბასრი ბრჭყალები კი 12 სმ სიგრძისაა. ფრინველი მსხვერპლს ერთი დარტყმით კლავს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე