ავიაკატასროფა მსოფლიოში ყველაზე სახიფათო აეროპორტში - არის მსხვერპლი

საქართველო, თბილისი - 10:54 | 15.04.2019
ნანახია: 985

სამი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაშავდა ნეპალის ქალაქ ლუკლას აეროპორტში ავიაკატასტროფის შედეგად.

კომპანია Summit Air-ის მცირე ზომის თვითმფრინავი Let-410, რომელიც კატმანდუში მიფრინავდა, აფრენისას ვერტმფრენს დაეჯახა.

დაღუპულთა შორის თვითმფრინავის პილოტი და ორი პოლიციელია, რომლებიც ვერტმფრენის გვერდით იმყოფებოდნენ.

ლუკლას მცირე ზომის აეროპორტი ევერესტის რაიონში ერთდერთია, მას ხშირად ჰიმალაის კარიბჭეს უწოდებენ. აეროპორტი ზღვის დონიდან 2 845 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს და მსოფლიოში ყველაზე სახიფათო აეროპორტად არის მიჩნეული მოკლე ასაფრენ-დასაფრენი ბილიკისა და მთიანი რელიეფის გამო, რომელიც დაშვებას ართულებს.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე