კანადის ეკლესიაში სროლას მსხვერპლი მოყვა

საქართველო, თბილისი - 10:41 | 15.04.2019
ნანახია: 738

ერთი ადამიანი დაღუპა და ერთი დაიჭრა კანადაში ბრიტანეთის კოლუმბიის პროვინციის ქალაქ სელმონ-არმის ეკლესიაში მომხდარი სროლის შედეგად.

ადგილობრივი მედიის ცნობით, 25 წლის მამაკაცი ეკლესიაში შეიჭრა და იქ მყოფ ორ ადამიანს ესროლა. ერთ-ერთი მათგანი ადგილზე დაიღუპა, მეორე კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მსროლელი, რომლის ვინაობაც არ სახელდება, დაკავებულია.

წინასწარი ინფორმაციით, დანაშაული დაკავებულის რელიგიურ მოტივებს არ უკავშირდება.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე