პრემიერ-მინისტრის თანაშემწე სოფო ჯაფარიძემ თანამდებობა დატოვა

საქართველო, თბილისი - 15:19 | 12.04.2019
ნანახია: 846

საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე სოფო ჯაფარიძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან „ფეისბუქის“ გვერდზე დაწერა.

„გაცნობებთ, რომ ვემშვიდობები საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას და პრემიერ-მინისტრის თანაშემწის პოზიციას. წარმატებული თანამშრომლობისთვის, პროფესიული თუ ადამიანური მხარდაჭერისთვის დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო თითოეულ ადამიანს, მნიშვნელობა არ აქვს რომელ უწყებაში, ორგანიზაციაში თუ სექტორში არიან ისინი დასაქმებულნი და რა პოზიციაზე.  იგივე ეხება ჩემი ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და ყველა ადამიანს, ვინც ამა თუ იმ ფორმით გვერდში მედგა“, – წერს სოფო ჯაფარიძე.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე