ბათუმის საკრებულოს სხდომაზე ენმ-ს წევრს თავი გაუტეხეს

საქართველო, თბილისი - 14:26 | 12.04.2019
ნანახია: 804

ბათუმის საკრებულოს სხდომაზე ენმ-ს წევრ როინ ზოიძეს თავი გაუტეხეს.  

ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახეს. საკრებულოს წევრი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

ფიზიკური დაპირისპირება და კამათი ბათუმში ტერენტი გრანელის ბიუსტის დადგმის საკითხის განხილვას მოჰყვა. დადგენილების პროექტში ტერენტი გრანელი მოხსენიებული იყო, როგორც ქართული პროზის გამორჩეული წარმომადგენელი. განათლების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი პატარაძემ ტერენტი გრანელი პროზაიკოსად მოიხსენია, რის შემდეგაც ოპოზიციამ მოითხოვა განმარტება, ეს იყო ტექნიკური შეცდომა, თუ უმრავლესობა ტერენტი გრანელს როგორც პროზაიკოსს იცნობს.  ​​

ფიზიკური დაპირისპირება კი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის"" წევრის მირდატ ქამადაძის კითხვას მოჰყვა. დეპუტატმა განათლების კომისიის თავმჯდომარეს ჰკითხა, ტერენტი გრანელი პოეტი იყო თუ პროზაიკოსი. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისიხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე