რეპერ Nipsey Hussle-ის დაკრძალვის ცერემონიაზე სროლას 1 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 12:41 | 12.04.2019
ნანახია: 879

უცნობმა პირებმა, ლოს ანჯელესში, რეპერ Nipsey Hussle-ის (ერმიას ასჰედომი) დაკრძალვის ცერემონიაზე ცეცხლი გახსნეს. დაიღუპა ერთი და დაიჭრა სამი ადამიანი, მათ შორის ერთი ქალია.

სავარაუდო დამნაშავეებმა ცეცხლი ავტომობილიდან გახსნეს. ინციდენტი იმ დროს მოხდა, როდესაც ცხედარს სამხრეთ ლო-ანჯელესში მიასვენებდნენ. დაკრძალვას 10 ათასამდე ადამიანი ესწრებოდა.

მარტის ბოლოს Nipsey Hussle ლოს ანჯელესში თავისი მაღაზიის მოპირდაპირე მხარეს ჩაცხრილეს. მედიის ცნობით, რეპერის მკვლელობაში ეჭვმიტანილია 29 წლის ერიკ ჰოლდერი. ის დანაშაულს არ აღიარებს.

ერმიას ასჰედომი 33 წლის იყო. მან კარიერა 2008 წელს დაიწყო, თანამშრომლობდა Drake-თან, Rick Ross-თან, Young Thug-თან და Snoop Dogg-თან. მისი სადებიუტო ალბომი Victory Lap-ი „გრემზე“ იყო  ნომინირებული.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე