ტელეკომპანია 1+1 პეტრო პოროშენკოს სტუდიაში შეჭრისთვის სასამართლოში უჩივლებს

საქართველო, თბილისი - 12:12 | 12.04.2019
ნანახია: 719

ტელეკომპანია 1+1 უკრაინის პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს სასამართლოში უჩივლებს სტუდიაში მოულოდნელი შეჭრისთვის. ამის შესახებ მედიაჯგუფის გენერალურმა დირექტორმა ალექსანდრ ტკაჩენკომ Fаcеbook.-ზე დაწერა.

მისი თქმით, პოროშენკომ ისარგებლა პრეზიდენტის სტატუსით, დაუპატიჟებლად, სამარცხვინოდ შეიჭრა ეთერში და წამყვანს ყურადღება არ მიაქცია.

ამის შემდეგ პრეზიდენტი დაუპირისპირდა გადაცემის სტუმრებს, შემდეგ კი სატელეფონო ჩართვაში ზელენსკისთან ისაუბრა.

 „სასამართლოში სარჩელის გარდა ჩვენგან ვერაფერი მიიღეთ. დაელოდეთ ორშაბათს“, - წერს ტკაეჩნკო.

მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინელ ხალხი პრეზიდენტს აღარ ენდობა და მის მიმართ მხოლოდ სიძულვილს გრძნობს.

პოროშენკო ტელოშოუს სტუდიაში მოულოდნელდ შეიჭრა და ზელენსკის ტელეფონით ჩაერთო. მან თავისი კონკურენტი გადაცემაში დებატებზე მიიწვია, თუმცა აღმოჩნდა, რომ ზელენსკი იმ დროს საფრანგეთში იმყოფებოდა, სადაც დღეს ის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს უნდა შეხვდეს.

უკრაინის პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური, რომელშიც პეტრო პოროშენკო და ვლადიმირ ზელენსკი მონაწილეობენ, 21 აპრილს იმართება.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე