პრეზიდენტი სამცხე-ჯავახეთის რეგიონს ეწვევა

საქართველო, თბილისი - 11:35 | 12.04.2019
ნანახია: 641

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ,,დედაენის დღის" აღსანიშნავად სამცხე - ჯავახეთის რეგიონს ეწვევა, ახალქალაქში ქართული ანბანით მოხატულ პანოს საზეიმოდ გახსნის და ადგილობრივ მოსახლეობას სიტყვით მიმართავს. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ასევე, ,,დედაენის დღესთან" დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილი ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს  დააჯილდოებს და კონკურსში  გამარჯვებულ სკოლის მოსწავლეებს გამოავლენს.

საქართველოს პრეზიდენტი რეგიონების გაძლიერების მხარდაჭერისა და ქართული წარმოების ხელშეწყობის მიზნით სამცხე-ჯავახეთში მოქმედ კომპანიებს მოინახულებს და სახელმწიფო პროგრამაში  ,,აწარმოე საქართველო" ჩართულ მეწარმეებს შეხვდება.

სამცხე- ჯავახეთის რეგიონში დაგეგმილია ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე