ავტობანზე სატვირთო მანქანას ცეცხლი გაუჩნდა - გარდაცვლილია ერთი ადამიანი

საქართველო, თბილისი - 09:48 | 12.04.2019
ნანახია: 891

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალზე მოძრავ სატვირთო ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა. გარდაცვლილია ერთი ადამიანი. შემთხვევა გორთან მოხდა.

ავტომობილს თურქული ნომრები აქვს და გარდაცვლილიც სავარაუდოდ საქართველოს მოქალაქე არ არის.

ამ დროისათვის ხანძარი ლოკალიზებულია, მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. გადაკეტილია მაგისტრალი დასავლეთიდან თბილისის მიმართულებით, დედაქალაქიდან მოძრავი ავტომობილებისთვის კი გზა ამ წუთებში იხსნება.

შემთხვევის ადგილზე ხუთი სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟია სატვირთო ავტომობილი საწვავით იყო დატვირთული.

საქმეზე გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევის მუხლით მიმდინარეობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე