დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი გახარიას ჯეკ შეპარდის ექსტრადირებისთვის მადლობას უხდის

საქართველო, თბილისი - 15:25 | 11.04.2019
ნანახია: 210

დიდი ბრიტანეთის საგრეო საქმეთა მინისტრი, ჯერემი ჰანტი ტვიტერის საკუთარ გვერდზე, ქართველი სამართალდამცველების მიერ დაკავებული ჯეკ შეპარდის ბრიტანეთში ექსტრადირების საკითხს კიდევ ერთხელ ეხმაურება.

„ხშირად მიწევს საუბარი ბრიტანელების მიმართ ქვეყნის გარეთ ჩადენილი დანაშაულის შესახებ, თუმცა, დღეს ის მნიშვნელოვან დღეა, როცა ჩვენი ქვეყნის მოქალაქე ბრუნდება დიდ ბრიტანეთში, რათა წარდგეს მართლმსაჯულების წინაშე. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს - გიორგი გახარიას ჯეკ შეპარდის ბრიტანეთში ექსტრადირებისთვის“, - წერს ჯერემი ჰანტი თავის პოსტში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე