ნასამ შავი ხვრელის პირველი ნამდვილი ფოტო გაავრცელა

საქართველო, თბილისი - 17:17 | 10.04.2019
ნანახია: 1480

საქართველოს დროით 17 საათზე, ნასას „მოვლენათა ჰორიზონტის ტელესკოპმა“, შავი ხვრელის პირველი ფოტო გაავრცელა. მოვლენათა ტელესკოპი დედამიწის 5 სხვადასხვა კონტინენტიდან აკვირდებოდა ირმის ნახტომის ცენტრში მყოფ შავ ხვრელს. მშვილდოსანი A, ასე ეწოდება ჩვენი გალაქტიკის ცენტრში მოთავსებულ შავ ხვრელს. მეცნიერებმა ამ მოვლენის ფოტოზე დაფიქსირება შავი ხვრელის ჰორიზონტზე უზარმაზარი ენერგიისა და გაზების შთანთქვის პარალელურად შეძლეს.  აღსანიშნავია, რომ ეს არის ერთადერთი ნამდვილი ფოტოსურათი, რომელიც კაცობრიობას შავი ხვრელის აღსაწერად გააჩნია.

შავი ხვრელი არის რეგიონი კოსმოსში, სადაც გრავიტაციის ძალა იმდენად ძლიერია, რომ მისგან გაქცევა სინათლესაც არ შეუძლია.  სწორედ ამიტომ, მისი დანახვა პრაქტიკულად შეუძლებელია.

ჩვენი გალაქტიკის ცენტრში მდებარე სუპერმასიური შავი ხვრელი, დაახლოებით, 4 მილიონ მზის მასას იტევს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე