პრინც უილიამს ქეით მიდლტონის ღალატში ადანაშაულებენ

საქართველო, თბილისი - 16:27 | 10.04.2019
ნანახია: 1216

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში დასავლური მედია აქტიურად განიხილავს პრინც უილიამის ღალატის თემას.

The Sun-ის ინფორამციით, პრინც უილიამს ქეით მიდლტონის  უახლოეს მეგობართან როუზ ჰანბერისთან რომანი აქვს. როუზი ყოფილი მოდელია, ის ქეითთან 10 წელზე მეტია მეგობრობს, 2011 წელს ჰანბერი უილიამისა და ქეითის ქორწილის სტუმრების სიაში იყო, მათ ერთად სხვადასხვა ღონისძიებაზე ხშირად ხედავდნენ.

როუზის სახლი ქეითისა და უილიამის რეზიდენციასთან რამდენიმე მილში მდებარეობს, როგორც ინსაიდერები წერენ ის ხშირად ხვდება ჰერცოგს, თუმცა მათი შეხვედრები მეგობრულს არ გავს.

ამბობენ, რომ როდესაც ქეითმა ქმრისა და როუზის ურთიერთობაში ეჭვი შეიტანა, უილიამს მასთან ურთიერთობა აუკრძალა და მოსთხოვა მას როუზის ქმართან დევიდ როქსევეჯთანაც  კი გაეწყვიტა ურთიერთობა. უილიამი, რა თქმა უნდა, ყველაფერს უარყოფდა და ყოფილი მეგობრების შერიგებას ცდილობდა, თუმცა ქეითმა ნათლად განუმარტა, რომ როუზის ნახვა არ უნდოდა და სურდა რომ უილიამს როუზი და მისი ქმარი უახლოესი მეგობრების წრიდან გაერიცხა, მიუხედავად მათი მაღალი სოციალური სტატუსისა.

სასახლეში გავრცელებულ ხმებზე კომენატრი უკვე გააკეთეს. პრინც უილიამის ადვოკატებმა გამოცემა Daily Beast-ს განუცხადეს, რომ ბრიტანული მედიის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს შეიტანენ გადაუმოწმებელ ინფორმაციის გავრცელებისთვის.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე