ივანიშვილი მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა შორის 291-ე ადგილზეა

საქართველო, თბილისი - 12:52 | 25.09.2015
ნანახია: 1954

2015 წლის 25 სექტემბრის მდგომარეობით, ბიძინა ივანიშვილის ქონება 5.2 მილიარდი დოლარია.

ფორბსის მონაცემებით, 2015 წლის 25 სექტემბრის მდგომარეობით, ბიძინა ივანიშვილის ქონება 5.2 მილიარდი დოლარია. ფორბსის მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა რეიტინგში ის ამჟამად 291-ე ადგილს იკავებს. 

ბიძინა ივანიშვილის ქონება 2014 წელსაც 5.2 მილიარდი დოლარი იყო და რეიტინგში 270-ე ადგილს იკავებდა. 2013 წელს კი ის 5.3 მილიარდის ქონებას ფლობდა და რეიტინგში 229-ე იყო. 2011 წელს, პოლიტიკაში მოსვლამდე, ივანიშვილის ქონება 5.5 მილიარდი  დოლარი იყო და მსოფლიო რეიტინგში 185-ე ადგილს იკავებდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე