შსს-მ საბურთალოს სასაფლაოსთან მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

საქართველო, თბილისი - 14:31 | 15.12.2015
ნანახია: 1616

საბურთალოს სასაფლაოსთან მომხდარი სროლის ფაქტზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 118-ე მუხლებით აღიძრა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

საქმე ეხება იარაღის უკანონო მოხმარებას (236-ე მუხლი) და ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას (118-ე მუხლი).

შეგახსენებთ სროლა დღის პირველი საათისთვის მოხდა. შედეგად შს სამინისტროს ცნობით მსუბუქად დაიჭრა ორი ადამიანი. ორივე მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე