ამერიკელმა ტანმოვარჯიშემ ასპარეზობის დროს ორივე ფეხი მოიტეხა | ფოტო

საქართველო, თბილისი - 14:22 | 08.04.2019
ნანახია: 1645

აშშ-ში, ლუიზიანას შტატის ქალაქ ბატონ-რუჟში ტანვარჯიშში რეგიონალურ ასპარეზობაზე ერთ-ერთმა მონაწილემ გამოსვლის დროს ორივე ფეხი მოიტეხა.

როგორც The Sun-ი წერს, სემ ჩერიომ ასპარეზობის დროს ნახტომი ვერ გათვალა და წარუმატებლად დაეშვა.

შეცდომის შედეგები საშინელი აღმოჩნდა - ტანმოვარჯიშემ ორივე ფეხი მოიტეხა.
ტრავმის შემდეგ სემმა სოცილაურ ქსელში დაწერა, რომ სპორტიდან მიდის.

მომავალში გოგონა გეგმავს თავი მეცნიერებას მიუძღვნას. წელს ის სამეცნიერო ხარისხს მიიღებს აეროკოსმოსური ტექნიკის სფეროში, რის შემდგაც მას კომპანია Boeing-ში სამუშაოდ აიყვანენ.

 






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე