გორში, ტექნიკის მაღაზია „ალტა ოქეი“ გაქურდეს

საქართველო, თბილისი - 12:53 | 08.04.2019
ნანახია: 1214

გორში, ტექნიკის მაღაზია „ალტა ოქეი“ გაქურდეს. წაღებულია მობილური ტელეფონები.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევას თვითმხილველები ჰყავს და ფაქტი  დამონტაჟებულმა სათვალთვალო კამერამაც დააფიქსირა. დამნაშავეებმა მაღაზიის მინის კარი ჩაამტვრიეს. მძარცველები, რომლებსაც ნიღბები ეკეთათ, არასრულწლოვნები იყვნენ.

ბოლო ერთი თვის განმავლობაში ეს „ალტა ოქეის“ გაქურდვის მეორე შემთხვევაა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე