700 ათასი მოქალაქე უკვე გადახდისუუნარო აღმოჩნდა - კობა გვენეტაძე

საქართველო, თბილისი - 13:36 | 05.04.2019
ნანახია: 830

სებ-ის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადებით, სხვადასხვა კომპანიებისა და ფინანსური ინსტიტუტების სრულიად უპასუხისმგებლო ე.წ. „მტაცებლურმა", აგრესიულმა დაკრედიტებამ მოსახლეობის დიდი ნაწილი ძალიან რთულ მდგომარეობაში ჩააყენა. 700 ათასი მოქალაქე უკვე გადახდისუუნარო აღმოჩნდა.

„საზოგადოებას მინდა შევახსენო, თუ რა მძიმე მდგომარეობა იყო რეგულაციების შემოღებამდე ფიზიკური პირების არაჯანსაღი დაკრედიტების კუთხით. ტექნოლოგიების სწრაფმა განვითარებამ და სხვადასხვა კომპანიებისა და ფინანსური ინსტიტუტების სრულიად უპასუხისმგებლო ე.წ. „მტაცებლურმა", აგრესიულმა დაკრედიტებამ მოსახლეობის დიდი ნაწილი ძალიან რთულ მდგომარეობაში ჩააყენა. 700 ათასი მოქალაქე უკვე გადახდისუუნარო აღმოჩნდა. გარდა ამისა, ასი ათასობით ადამიანს მის შემოსავალთან შედარებით არაადეკვატურად მაღალი სესხები გააჩნიათ. ვიღებთ ძალიან ბევრ წერილს მოქალაქეებისგან, რომლებმაც უძრავი ქონება დაკარგეს ან დაკარგვის რისკის ქვეშ არიან გაუთვითცნობიერებლად მიღებული გადაწყვეტილებების გამო” - განაცხადა გვენეტაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე