ნაპოლეონის სასიყვარულო წერილები აუქციონზე გაიყიდა | ფოტო

საქართველო, თბილისი - 10:46 | 05.04.2019
ნანახია: 1397

ნაპოლეონ ბონაპარტეს სამი სასიყვარულო წერილი, რომლებიც მან თავის მეუღლეს - ჟოზეფინას გაუგზავნა, საფრანგეთში აუქციონზე 510 ათას ევროდ გაიყიდა. იუწყება აუქციონის სახლი Drouot-ი.

ყველაზე ძვირად გაიყიდა წერილი, რომელიც ნაპოლეონმა 1796 წელს, თავისი იტალიური კამპანიის დროს დაწერა. წერილი აუქციონის ერთ-ერთმა მონაწილემ 221 ათას ევროდ შეიძინა.

 „სიყვარული ზეიმობს“, - დაწერა მიკრობლოგ „ტვიტერში“ აუქციონის ორგანაზატორმა.

ნაპოლეონის წერილები და სხვა ლოტები შედიოდა კომპანია Aristophil-ს კოლექციაში, რომელმაც თავი ბანკროტად 2015 წელს გამოაცხადა. გაკოტრებული კომპანიის კუთვნილი ხელნაწერები აუქციონებზე ექვსი წლის განმავლობაში გაიყიდება.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე