საქართველოსა და აშშ-ს შორის შესაძლოა, პირდაპირი ფრენები დაიწყოს

საქართველო, თბილისი - 15:06 | 04.04.2019
ნანახია: 164

საქართველოსა და აშშ-ს შორის შესაძლოა, პირდაპირი ფრენები დაიწყოს. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, მუშაობა მიმდინარეობს იმაზე, რომ ამერიკისა და საქართველოს შორის რაც შეიძლება დროულად დაიწყოს ფრენები.

​„ჩვენ ვცდილობთ აშშ-სთან განვავითაროთ ეკონომიკური თანამშრომლობა, გავხადოთ იგი კიდევ უფრო ღრმა. აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობები არასდროს ყოფილა ასეთ მაღალ დონეზე და ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენს ქვეყნებს შორის დაიწყოს პირდაპირი ავიარეისები, შესაბამისად, ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს ეკონომიკურ კვლევაზე, რომელიც რამდენიმე კვირაში დასრულდება. ეს დაგვეხმარება ჩვენ, რომ მოვიძიოთ შესაბამისი კომპანია, რომ რაც შეიძლება დროულად დაიწყოს ფრენები ამერიკისა და საქართველოს შორის. პირდაპირი ავიარეისები დაგვეხმარება, რომ ერთი ორად გავზარდოთ ის ეკონომიკური პოტენციალი, რაც არსებობს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის თვალსაზრისით," - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე