ანჯელინა ჯოლი პოლიტიკურ კარიერაზე ფიქრობს

საქართველო, თბილისი - 13:53 | 04.04.2019
ნანახია: 1103

გაეროს გენერალური ასამბელის სხდომაზე ანჯელინა ჯოლის ბოლო გამოსვლის შემდეგ მედია მსახიობის მიმართ განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენს.  

ცოტა ხნის წინ ჯოლიმ ინტერვიუ მისცა გამოცემა People-ს. მსახიობს ჟურნალისტმა ჰკითხა აპირებდა თუ არა პოლიტიკაში წასვლას და მაღალ თანამდებობაზე კენჭის ყრას, რაზეც ანჯელინამ უპასუხა: „არასოდეს თქვა, არასოდეს!“.

გავრცელებული ხმებით, ანჯელინა ჯოლი კინოკარიერის დასრულებას გეგმავს, რათა მეტი ყურადღება დაუთმოს სამშვიდობო საქმიანობას და თეატრში მუშაობას.

მანამდე ანჯელინა ჯოლიმ განაცხადა, რომ სიამოვნებით გამოცდიდა ძალებს პოლიტიკურ არენაზე. ერთ-ერთ ინტერვიუში ვარსკვლავმა აღიარა, რომ ჯერჯერობით სერიოზულ თანამდებობაზე კენჭისყრას არ აპირებს, თუმცა მომავალში ამ შესაძლებლობას არ გამორიცხავს.

„სიმართლე, გითხრათ, ეს რომ 20 წლის წინ ეკითხათ, გავიცინებდი. მაგრამ ყოველთვის ვამბობ, რომ ვიქნები იქ, სადაც სხვებს დავჭირდები. არ ვიცი, გამოვდგები თუ არა დიდი პოლიტიკისთვის, მაგრამ მგონია, რომ კარადაში ჩონჩხები აღარ დამრჩა. მე საკმაოდ გახსნილი ადამიანი ვარ. არ მეშინია სირთულეების და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ რაღაც შევცვალო“, - განაცხადა ჯოლიმ.

ჰოლივუდის ვარსკვლავი უკვე დიდი ხანია ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს მსოფლიოს ღარიბ და არასტაბილურ ქვეყნებს. ის გაეროს მისიებთან ერთად უკვე ეწვია ერაყს, ლიბანს, იორდანიას, სირიას და სხვა ქვეყნებს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე