ბომბის საფრთხის გამო თვითმფრინავი ესპანეთის აეროპორტში დაეშვა

საქართველო, თბილისი - 12:54 | 15.12.2015
ნანახია: 1657

ბრაზილიური ავიაკომპანია TAM-ის კუთვნილი სამგზავრო ლაინერი, რომელიც რეისს მადრიდიდან სან-პაულოში ასრულებდა, ბომბის საფრთხის გამო მადრიდის აეროპორტში დაბრუნდა.

კომპანიის წარმომადგენლების თქმით, ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ ინფორმაცია იმ დროს გახდა ცნობილი, როდესაც თვითმფრინავი მაროკოს საჰაერო სივრცეში იმყოფებოდა. ლაინერი მოწაზე უსაფრთხოდ დაეშვა, განხორციელდა მგზავრების ევაკუაციაც. ბორტზე ბომბის არსებობის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ დადასტურებულა.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე