მსახიობი ვიკა კალანდია “Netflix”-ის ახალ სერიალში ითამაშებს

საქართველო, თბილისი - 12:27 | 03.04.2019
ნანახია: 2109

ქართველი მსახიობი ვიკა კალანდია “Netflix”-ის ახალ სერიალში მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ტელეწამყვანი ბახვა ბრეგვაძე წერს.

„როგორ მიხარია რომ პირველად მე ვწერ ამ ამბავს, ჯერ ეპიზოდური როლით , მაგრამ მაინც ფანტასტიკაა, ძალიან მაგარი და გადასარევი ამბავია რომ ვიკა კალანდია “Netflix”-ის ახალ სერიალში გამოჩნდება, რომელსაც Peter Webber-ი იღებს. წინ კიდევ დიდი გეგმები და პროექტებია ... უკვე ხელს ვერაფერი ვეღარ შეუშლის. ამიტომ, შეგვიძლია ხმამაღლა ვიზეიმოთ. ხოდა ვაშაა“, - წერს ბახვა ბრეგვაძე.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე