კახა აბუაშვილი (კაბუ) პატიმრობიდან გათავისუფლდა

საქართველო, თბილისი - 09:48 | 03.04.2019
ნანახია: 1080

მსახიობი კახა აბუაშვილი, იგივე „კაბუ” პატიმრობიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაციას მისი მეგობრები და ოჯახის წევრები ავრცელებენ.

კახა აბუაშვილი საფრანგეთში გასულ წლის აპრილში დააკავეს. 

2018 წლის 16-17 აპრილს, საფრანგეთსა და საბერძნეთში წარმატებით ჩატარდა სპეცოპერაცია სახელად - „Caucase Normandie“. საფრანგეთში დააკავეს ტრანსნაციონალური ორგანიზებული კრიმინალური დაჯგუფების 15 წევრი. დაკავებულებს შორის იყო 1974 წელს დაბადებული კახა აბუაშვილი, იგივე „კაბუ“.

კახა აბუაშვილთან ერთად დააკავეს: 1963 წელს დაბადებული გოჩა ფოცხიშვილი, 1986 წელს დაბადებული ბექა ახვლედიანი, 1983 წელს დაბადებული ვახტანგ ახვლედიანი, 1962 წელს დაბადებული ლორიტა პაჭკორია-ნოზაძე, 1969 წელს დაბადებული არსენ ხაჩატრიანი, 1985 წელს დაბადებული ზურაბ აჯამოვი, 1966 წელს დაბადებული კარენ არუთიუნიანი, 1981 წელს დაბადებული მიხეილ ოჩიგავა, 1992 წელს დაბადებული ალექსი სანაძე,  1970 წელს დაბადებული ელმირა მუსტაფაიევა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე