„ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში“ თეგეტა მოტორსმა რჩეული გუნდი დააჯილდოვა

საქართველო, თბილისი - 16:26 | 01.04.2019
ნანახია: 257

„ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში“ კომპანია თეგეტა მოტორსმა გამარჯვებული გამოავლინა. თეგეტას პროექტის „თეგეტა შენთან ერთად განათლებისთვის“ რჩეული იდეა გახდა „Car ქესი“, რომელიც წარმოადგინა გუნდმა „პინაპელი“. „Car ქესი“ გულისხმობს მაგისტრალებზე ავტომობილების გადაადგილებისას წარმოქმნილი ქარით მიღებული ენერგიის გამომუშავებას და შემდეგ მის გამოყენებას. ინოვაციური პროექტის ავტორებს თეგეტა მოტორსმა პრიზის სახით გადასცა  5 000 ლარი.

„ჩვენს მიერ შეირჩა გუნდ „პინაპელის“ პროექტი „Car ქესი“, რადგან იდეის შინაარსი სრულ თანხვედრაშია ჩვენი კომპანიის პრინციპებთან, რაც გულისხმობს გარემოს დაბინძურებისგან დაცვას და ბუნებრივი რესურსების დაზოგვას. ახალგაზრდების მიერ წარმოდგენილმა პროექტმა შესაძლებელია ავტოწარმოებაში რევოლუციაც მოახდინოს და მსოფლიო დააფიქროს ალტერნატიული ენერგიის გამომუშავების ახალ მეთოდზე.“ - განაცხადა თეგეტა მოტორსის წარმომადგენელმა.

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი ხორციელდება ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ აშშ-ის საელჩოს დაფინანსებით და განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობით. კონკურსის მიზანია სკოლის მოსწავლეების დაინტერესება მეცნიერებით, ტექნოლოგიებით და ინოვაციებით.

წლევანდელი კონკურსის შედეგად გამოვლინდა 4 გამარჯვებული გუნდი, პირველ ადგილზე გასული გუნდი 2019 წლის გაზაფხულზე გაემგზავრება აშშ-ში NASA-ს შტაბ-ბინაში და მონაწილეობას მიიღებს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის პროგრამაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე