შსს-მ უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

საქართველო, თბილისი - 10:34 | 15.12.2015
ნანახია: 1479

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1975 წელს დაბადებული სერგო ა. თბილისში დააკავეს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, დაკავებულის ბინის ჩხრეკისას, "ვალტერის" სისტემის პისტოლეტი და 107 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. ნარკოლოგიური შემოწმებით სერგო ა-ს ამფეტამინის და მეტამფეტამინის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით).




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე