ქალმა ორი სხვადასხვა მამაკაცისგან ტყუპები გააჩინა

საქართველო, თბილისი - 17:02 | 27.03.2019
ნანახია: 1246

ჩინეთის ქალაქ სიამინში ქალმა ორი სხვადასხვა კაცისგან ტყუპები გააჩინა. წერს გამოცემა Daily Mail-ი.

ამის შესახებ დნმ-ის ტესტის შემდეგ გახდა ცნობილი. როგორც გაირკვა, ერთ-ერთი ტყუპისცალის მამა ქალის ქმარი იყო, მეორის კი მეგობარი მამაკაცი. ქალის ქმარმა შეამჩნია, რომ ერთ-ერთი ბავშვი მას სრულებით არ გავდა, ამიტომ დნმ-ს ტესტის გაკეთება გადაწყვიტა.

ქმარი ცოლისგან განმარტებას მოითხოვდა, მაგრამ ქალი ბრალდებას უარყოფდა და ამბობდა, რომ ქმარმა ტესტი გააყალბა. მოგვიანებით ქალმა აღიარა, რომ ქმარს ერთხელ სხვა მამაკაცთან უღალატა, რომელიც ტყუპისცალიდან ერთ-ერთის მამა აღმოჩნდა.

ტყუპების დაბადება ორი სხვადასხვა მამისგან ძალიან იშვიათი ფენომენია, რომელსაც ჰეტეროპატერნალურ სუპერფეკუნდაციას უწოდებენ. სხვადასხვა შეფასებით, მსგავსი რამ  400-დან ერთ ან 13 ათასიდან ერთ შემთხვევაში ხდება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე