55 წლის ნიკოლას ქეიჯი მეოთხედ ქორწინდება

საქართველო, თბილისი - 16:00 | 27.03.2019
ნანახია: 1162

ჰოლივუდის მსახიობი, 55 წლის ნიკოლას ქეიჯი მეოთხედ ქორწინდება მისი რჩეული ერიკა კოიკეა. მასზე მედიისთვის ბევრი არაფერია ცნობილი. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ერიკა 23 წლისაა და ერთ-ერთი ფილმის გადაღების დროს ვიზაჟისტად მუშაობდა.

ისინი ერთმანთს გასული წლის გაზაფხულიდან ხვდებიან.

ქორწილის თარიღი უცნობია. წყვილი პირველად პეურტო-რიკოში შენიშნეს, სადაც ქეიჯს გადაღებები ჰქონდა. შემდეგ კი ლოს ანჯელესში დაინახეს, სადაც ნიკოლასი და ერიკა მდიდრულ რესტორანში ვახშმობდნენ.

მსახიობი მანამდე სამჯერ იყო დაქორწინებული. მისი მესამე ცოლი იყო ყოფილი მიმტანი ალისა კიმი, რომელთანაც ათი წელი იცხოვრა. მათ სერთო ვაჟი კალ-ელ კოპოლა ქეიჯი ჰყავთ.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე