ირაკლი შოთაძე საქართველოში უნგრეთის ელჩს შეხვდა

საქართველო, თბილისი - 17:37 | 14.12.2015
ნანახია: 1575

საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე საქართველოში უნგრეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შანდორ საბოს შეხვდა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძე და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ჩილინგარაშვილი. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა.
პროკურატურის ინფორმაციით, უნგრეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ირაკლი შოთაძეს მთავარ პროკურორად არჩევასთან დაკავშირებით, უნგრეთის რესპუბლიკის გენერალური პროკურორის პეტერ პოლტის მისალოცი წერილი გადასცა.
"შეხვედრაზე ასევე განიხილეს ორი ქვეყნის პროკურატურის ორგანოებს შორის მომავალი თანამშრომლობის საკითხები. ამ მიზნით, საქართველოს მთავარმა პროკურორმა გამოთქვა მზადყოფნა მისი უნგრელი კოლეგის საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მოწვევასთან დაკავშირებით. შეხვედრის დასასრულს ელჩმა მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრ პროკურორს და იმედი გამოთქვა მომავალი თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ", - ნათქვამია განცხადებაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე