აშშ-ში დონ კორლეონეს სახლი იყიდება

საქართველო, თბილისი - 14:35 | 27.03.2019
ნანახია: 1489

ნიუ იორკში, სტეიტენ-აილენდზე იყიდება სახლი, სადაც საკულტო ფილმ „ნათლის“ გადაღებები მიმდინარეობდა და დონ კორლეონეს რეზიდენცია იყო.
უძრავი ქონების ახლანდელი მფლობელი ედ ნორტონი ყვება, რომ 1970 წელს მათთან მივიდა Paramount Pictures-ის წარმომადეგნელი, რომელიც ფილმის გადასაღებ ადგილს ეძებდა.

მამამისმა კინოსტუდიის აგენტი სახლიდან გააგდო, მაგრამ დედამ ის უკან დააბრუნა. ამგვარად, ნორტონების ოჯახმა პირადად გაიცნო მარლონ ბრანდო ( დონ ვიტო კორლეონე), ჯეიმს ქაანი (სანტინო კორლეონე) და ალ პაჩინო (მაიკლ კორლეონე).
სახლისთვის „მაფიოზური“ იერ-სახის მისაცემად ნაკვეთის პერიმეტრზე აიგო ღობე, რომელიც მოგვიანებით აიღეს. შეთანხმების თანახმად, ნაკვეთში ასევე აშენდა რამდენიმე ნაგებობა, რომელიც გადამღები ჯგუფისა და მსახიობებისთვის იყო განკუთვნილი. ამის გარდა, კინოსტუდიამ გადაღებების დასრულების შემდეგ ნორტონებს ახალი გაზონისა და ბაღის მოსაწყობად თანხა გადაუხადა.

სახლი 1930 წელს არის აშენებული. შენობაში ხუთი საძინებელი და შვიდი სააბაზანო ოთახია. ამის გარდა, სახლში განთავსებულია 4 ავტომობილისთვის გათვალისწინებული ფარეხი, აუზი და სატრენაჟორო დარბაზი.

„ნათლიის“ გადაღებებში სახლის ინტერიერი არ გამოიყენებოდა.

სახლის ღირებულება 2,9 მლნ დოლარს შეადგენს.  

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე