„ევროვიზია 2019“, შესაძლოა, აღარ ჩატარდეს

საქართველო, თბილისი - 13:29 | 27.03.2019
ნანახია: 1445

სიმღერის საერთაშორისო კონკურსი „ევროვიზია 2019“, რომელიც ისრაელში უნდა ჩატარდეს, ჩაშლის საფრთხის წინაშე დგას. ამის შესახებ დასავლური მედია იუწყება.

კონკურსის მონაწილე ზოგიერთმა ქვეყანამ შეშფოთება გამოთქვა ღაზას სექტორიდან ისრაელის წინააღმდეგ სარაკეტო დარტყმების გამო. აღნიშნულია, რომ ერთ-ერთი რაკეტა იმ ადგილიდან 17 კმ-ის დაშორებით დაეცა, სადაც „ევროვიზიის“ კონკურსი უნდა გაიმართოს. ინციდენტის შედეგად დაიჭრა შვიდი ადამიანი, მათ შორის ბავშვებიც.

უცხოური მედია ვარაუდობს, რომ შესაძლო საფრთხის გამო კონკურსის გაუქმების ალბათობა დიდია. ამასთან, ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ კონკურსისთვის მზადებას განაგრძობებნ. მათი თქმით, თანამშრომლობენ ხელისუფლებასთან და თვალს ადევნებენ ქვეყანაში შექმნილ ვითარებას, რათა უზრუნველყონ სტუმრების უსაფრთხოება და კომფორტი.

„ევროვიზია 2019“ თელ ავივში 14-18 მაისს იმართება.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე