20 წლის წინ მოპარული პაბლო პიკასოს ნახატი იპოვეს

საქართველო, თბილისი - 11:01 | 27.03.2019
ნანახია: 1387

ჰოლანდიელმა არტურ ბრანდმა, რომელიც დაკარგული ხელოვნების ნიმუშების პოვნით არის ცნობილი, 20 წლის წინ მოპარული პაბლო პიკასოს ნახატი იპოვა.

ბრანდი, რომელსაც ხელოვნების სამყაროში ინდიანა ჯონსს უწოდებენ, ამბობს, რომ ეს პორტრეტი ნიდერლანდებში მრავალი წლის განმავლობაში კრიმინალების ხელიდან ხელში გადადიოდა. ის 1999 წელს საუდელი შეიხის იახტიდან გაიტაცეს. არტური ნახატს ოთხი წლის განმავლობაში ეძებდა.

ნახატი „ქალის ბიუსტი“(დორა მაარი) მხატვარმა 1938 წელს შექმნა. ის დღეისათვის 25 მლნ ევროდ არის შეფასებული.

დორა მაარი პაბლო პიკასოს საყვარელი ქალი და მუზა იყო. პორტრეტი მხატვრის გარდაცვალებამდე - 1973 წლამდე მის სახლში ინახებოდა.

არტურ ბრანდმა ყურადღება მიიქცია გასულ წელს, როდესაც მოციქულ მარკის გამოსახულებიანი ბიზანტიური მოზაიკა აღმოაჩინა. ის კვიპროსში, ეკლესიიდან 1970 წელს მოიპარეს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე