თეგეტა მოტორსმა ევროპული სარეიტინგო სააგენტო SCOPE-ის რეიტინგი მოიპოვა
საქართველო, თბილისი - 12:23 | 26.03.2019 ნანახია: 1082ევროპული სარეიტინგო კომპანია SCOPE-ის შეფასებით, თეგეტა მოტორსის რეიტინგი BB- კატეგორიით და სტაბილური ხედვით შეფასდა (Outlook Stable). კომპანიის მაღალი საკრედიტო რეიტინგი განისაზღვრა ჯანსაღი ფინანსური რისკის პროფილით (BB), მაღალი ოპერაციული ეფექტიანობით (BB-) და დაბალი ბიზნეს რისკის მიმართულებით (BB-). ევროპული სარეიტინგო კომპანია თეგეტა მოტორსს ბაზრის ლიდერად აფასებს, რაც გამყარებულია ჯგუფის ძლიერი პოზიციებით როგორც ადგილობრივ, ისე რეგიონალურ ბაზარზე. თეგეტა მოტორსის სტრატეგიის შესაბამისად სარეიტინგო SCOPE-ის შეფასებით, მომდევნო წლებში მოსალოდნელია ჯგუფის ფინანსური მაჩვენებლების მნიშვნელოვანი გაუმჯობესება, რაც თავის მხრივ დადებითად იმოქმედებს კომპანიის საკრედიტო რეიტინგზე.
თეგეტა მოტორსი გახლავთ პირველი კომპანია ავტოინდუსტრიის სფეროდან კავკასიასა და აღმოსავლეთ ევროპაში, რომელმაც შეძლო გავლენიანი სარეიტინგო კომპანია Fitch-ის რეიტინგის მოპოვება 2017 წელს. 2019 წელს კომპანიამ მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ფინანსური პოზიცია და 3 საფეხურით დაწინაურდა საკრედიტო რეიტინგში, აღსანიშნავია რომ BB- რეიტინგი საქართველოში სულ რამდენიმე კომპანიას გააჩნია და უპრეცენდენტოა რეგიონალურ საავტომობილო სფეროში.
თეგეტა მოტორსი მომხარებელს საავტომობილო მიმართულებით მომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მოიცავს საავტომობილო პროდუქტების, მსუბუქი და სატვირთო ავტმობილების, სპეციალური ტექნიკის გაყიდვებს და მომსახურებას, ასევე ავტომობილების და სამშენებლო ტექნიკის გაქირავებას. აღნიშნული განაპირობებს მომხმარებლების დივერსიფიცირებას და შემცირებულ საოპერაციო რისკებს. სარეიტინგო კომპანიის შეფასებით, მსგავსი პორტფელი ცალსახად პოზიტიური ფაქტორია, ვინაიდან აბალანსებს ერთ სამომხმარებლო ჯგუფთან დაკავშირებულ რისკებს. თეგეტა მოტორსი წარმატებით თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან ბრენდებთან როგორებიცაა: Porsche, Toyota, Mazda, MAN, JCB, Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Bosch და სხვა, რაც განაპირობებს ბიზნეს პორტფელის დივერსიფიცირებას და დაბალ საოპერაციო რისკებს.
„თეგეტა მოტორსი ჩამოყალიბდა როგორც რეგიონალური ბაზრის ლიდერი საავტომობილო სფეროში, რაც აისახება ბოლო სამი წლის განმავლობაში ბიზნესის ზრდის 20%-იანი მაჩვენებლით“ - წერს სარეიტინგო სააგენტო SCOPE-ი. აღნიშნული რეიტინგის მოპოვება თეგეტა მოტორსისთვის მეტად მნიშვნელოვანია, რადგან კომპანია გეგმავს 30 მილიონი ლარის ობლიგაციების გამოშვებას 2019 წლის მეორე კვარტლის ბოლომდე.
თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე, ჰოლდინგი აერთიანებს 7 შვილობილ კომპანიას და 24 წელია მუდმივად ინარჩუნებს საქართველოს ავტოინდუსტრიაში ლიდერის პოზიციას. კომპანია ემსახურება 250 000 საცალო, 3 700 საბითუმო და 35 500 კორპორატიულ მომხმარებელს. თეგეტა მოტორსი დღეისათვის 23 ფილიალით არის წარმოდგენილი მთელი საქართველოს მასშტაბით, მისი სერვის ცენტრები გამოირჩევა დახვეწილი ინფრასტრუქტურით, მაღალკვალიფიციური კადრებით და ავტოსერვისის თანამედროვე დანადგარებით.
პოლიტიკა
- პუტინიზმი ცდილობს ბუდე დაიდოს თქვენს სახლში თქვენივე მთავრობის ინიციატივით, ქართველებო, გაუფრთხილდით თავისუფლებას - ბორის აკუნინი
- ნებისმიერი მშფოთვარე აპრილის დროს რუსეთი მარცხდებოდა ამ მოედანზე, სადაც დღესაც შეიკრიბება ხალხი, ახლაც დამარცხდება - ეკა ხერხეულიძე
- ერთ მუშტს მოიქნევთ, ათი მოგხვდებათ, ამ ლაჩრობას არავინ არავის შეარჩენს - დავით მათიკაშვილი
- არ ვიცი, ვისი დაკვეთა იყო, მაგრამ ფაქტია, იყო წინასწარ დაგეგმილი აქტი - შალვა პაპუაშვილი მამუკა მდინარაძეზე თავდასხმაზე
სამართალი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
- შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის 9 პირი დააკავა, მათ შორის 5 უცხო ქვეყნის მოქალაქეა
მსოფლიო
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
- მოსკოვის კლინიკიდან, სადაც „კროკუს სითი ჰოლზე“ ტერაქტის შედეგად დაშავებულები მკურნალობენ, აფეთქების საფრთხის გამო 900-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- როგორ მოვამზადოთ ავტომობილი სეზონური ცვლილებისთვის - „თეგეტა მოტორსის“ რჩევები
- ელექტრომობილების გაყიდვები საქართველოში 37%-ით გაიზარდა - Tegeta Cars ბაზრის მთავარი მოთამაშეა
- 93%-ით გაზრდილი გაყიდვები და სამომავლო გეგმები – „ვოლვო ქარ კავკასია” 2024 წლის I კვარტალს აჯამებს
- სრულად ელექტრო Volvo EX30 პრესტიჟული ჯილდოს World Car Awards 2024-ის გამარჯვებულია
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა