მანანა კობახიძე და რესპუბლიკელები პატიმარ ბოჭორიშვილთან დაკავიშრებით ურთიერთგამომირცხავ განცხადებებს აკეთებენ

საქართველო, თბილისი - 16:10 | 14.12.2015
ნანახია: 1703

მანანა კობახიძე და რესპუბლიკელები პატიმარ ბოჭორიშვილთან დაკავშირებით ურთიერთგამომირცხავ განცხადებებს აკეთებენ. ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ განაცხადა რომ ”ნუგზარ ბოჭორიშვილი იყო რესპუბლიკური პარტიის წევრი, როცა მისი დევნა მიმიდნარეობდა. ამის შესახებ ცნობა-დოკუმენტაცია არსებობდა და ის ცნობა თავად რესპუბლიკურმა პარტიამ გასცა, რათა პარლამენტში ის როგორც პოლიტპატიმარი ისე განხილულიყო”

რესპუბლიკური პარტიის წევრმა ლევან ბერძენიშვილმა კი თქვა, რომ რესპუბლიკურ პარტიას ასეთი ცნობა არ გაუცია. ბერძენიშვილი ამბობს, რომ ბოჭორიშვილი ნამდვილად იყო რესპუბლიკური პარტიის წევრი, მაგრამ მისი დამნაშავედ ცნობა პარტიის საქმიანობასთან დაკავშირებული არ ყოფილა.

 ”რესპუბლიკელობა აქ არაფერ შუაშია. თუ რამე მტკიცებულება არსებობს ეს საქმე პროკურატურამ უნდა გამოიძიოს”, - ამბობს ბერძენიშვილი.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე