მანანა კობახიძე თავს არიდებს კითხვას - რამდენი პატიმრისთვის აქვს შეყწალების რეკომენდაცია გაწეული

საქართველო, თბილისი - 15:42 | 14.12.2015
ნანახია: 1562

პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე პროკურატურაში შაბათს საკუთარი სურვილით იმყოფებოდა, - ამის შესახებ მანანა კობახიძემ თავად განაცხადა და ხაზი გაუსვა რომ მთავარ პრკურორს თავად დაუკავშირდა და უთხრა, რომ მიაწვდიდა მის ხელთ არსებულ ინფორმაციას შეწყალების კომიასთან დაკავშირებით ატეხილ საკითხთან დაკავშირებით.

კობახიძემ, თქვა რომ ე.წ. ნარკოტიკების საქმეზე თავის დროზე ადვოკატი თვითონ იყო. მისი თქით, ეს იყო შეკერილი საქმე რასაც ის თავის დროზეც აპროტესტებდა.

2012 წლის შემდეგ კი, რაც ის პარლამენტის წევრი გახდა, დაზარალებული მხარე მას დაუკავშირდა და სთხოვა რომ რეკომენდაცია გაეწია შეყალების კომისაში.

”პრაიმნიუსჯორჯიას” კითხვაზე თუ რამდენი პატიმრისთვის აქვს რეკომენდაცია გაწეული, მანანა კობახიძე პასუხს თავს არიდებს და ამბობს რომ პარლამენტის მხრიდან რეკონებდაციის გაწევა ჩვეულებრივი ამბავია.

ასევე ”პრაიმნიუსჯორჯიას” კითხვაზე მისწერა თუ არა მან ელისაშვილს მესიჯი, მანანა კობახიძე ამბობს, რომ მას ეს არ ახსოვს. თუმცა, ამბობს რომ თუ ის შეწყალების კომისიის თავმჯდომარეს მესიჯს მისწერდა ეს არ იქნებოდა მუქარის შემცველი.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე