თეგეტა მოტორსის ახალი კამპანია - „თეგეტა შენთან ერთად განათლებისთვის“
საქართველო, თბილისი - 13:32 | 22.03.2019 ნანახია: 1100თეგეტა მოტორსის ახალი კამპანია „თეგეტა შენთან ერთად“ გულისხმობს კომპანიის კორპორატიული პასუხისმგებლობის მიმართულებას, რომელიც საქართველოში ავტოინდუსტრიის განვითარებას ისახავს მიზნად. აღნიშნული კამპანიის ფარგლებში კომპანიამ წარმოადგინა განათლებისა მიმართულება - „თეგეტა შენთან ერთად განათლებისთვის“
თეგეტა მოტორსმა საქართველოში ავტოინდუსტრიის განვითარების მიმართულებით მრავალი პროექტი განახორციელა, მათ შორის შექმნა უნიკალური საგანმანათლებლო პლატფორმა „თეგეტა აკადემიის“ სახით, სადაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია მიიღოს განათლება ავტოსერვისის მიმართულებით. „თეგეტა აკადემიამ“ ავტორიზაციის სტანდარტების დაკმაყოფილებით, მოიპოვა საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების უფლება და გახდა საქართველოში პირველი ავტორიზებული სასწავლო კოლეჯი ავტოსერვისის მიმართულებით. აკადემიის სასწავლო პროგრამა შედგენილია ევროპაში აპრობირებული დუალური განათლების მოდელის მიხედვით და გულისხმობს სამუშაოზე დაფუძნებულ სწავლებას. სამუშაოზე დაფუძნებული პროფესიული განათლების კონცეფცია საქართველოში ნოვაციაა. ამ მოდელში სამუშაო და სასწავლო გარემო მჭიდროდაა დაკავშირებული და სტუდენტები სწავლობენ ზუსტად იმას, რასაც მოგვიანებით პრაქტიკულ საქმიანობაში გამოიყენებენ.
პროფესიული კოლეჯი „თეგეტა აკადემია“ დაინტერესებულ პირებს, პირველ ეტაპზე სთავაზობს მსუბუქი ავტომობილის შეკეთების მიმართულებით შემდეგ სასწავლო პროგრამებს: ელექტრო და ელექტრონული სისტემების, სავალი ნაწილის და ძრავის შეკეთება. აღნიშნულ პროგრამაზე მსურველთა მიღება იგეგმება გაზაფხულის სემესტრზე (აპრილი-მაისი). კურსდამთავრებულებს გადაეცემათ სახელმწიფოს მიერ აღიარებული დიპლომი და წარმატებულ სტუდენტებს საშუალება ექნებათ დასაქმდნენ თეგეტა მოტორსსა და მის შვილობილ კომპანიებში.
„თეგეტა აკადემია“ დაარსდა 2013 წელს, სასწავლო ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე ინფრასტრუქტურით, კომპიუტერული ლაბორატორიით, ბიბლიოთეკით და საკონფერენციო დარბაზით. იგი წარმოადგენს უნიკალურ სასწავლო პლატფორმას ავტოინდუსტრიის მიმართულებით. სასწავლო ცენტრის მიზანია ქვეყანაში პროფესიული განათლების პოპულარიზაცია, მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადება და მათი შემდგომი დასაქმება. აკადემიაში ყოველწლიურად 700-მდე პირი გადის სწავლებას, მათგან საუკეთესო სტუდენტების დასაქმებას უზრუნველყოფს თეგეტა მოტორსი. მხოლოდ გასულ წელს თეგეტა მოტორსმა 500-მდე ახალი კადრი დაასაქმა.
“თეგეტა აკადემიის“ სასწავლო კურსს უძღვებიან როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი ტრენერები მსოფლიოს წამყვანი ავტოინდუსტიის სფეროდან, როგორებიც გახლავთ: ბოში, მოტული, პორშე, ტოიოტა და სხვა.
2019 წელს „თეგეტა აკადემია“ გეგმავს დაამატოს და შექმნას ახალი მოდულები საავტომობილო სფეროს საჭიროებების მიხედვით. დღეისათვის საწავლო ცენტრი წარმოდგენილია ორი ფილიალით თბილისსა და რუხში, ასევე მიმდინარე წლის ბოლოს აკადემიის რეგიონალური ფილიალი გაიხსნება ბათუმში.
პოლიტიკა
- პუტინიზმი ცდილობს ბუდე დაიდოს თქვენს სახლში თქვენივე მთავრობის ინიციატივით, ქართველებო, გაუფრთხილდით თავისუფლებას - ბორის აკუნინი
- ნებისმიერი მშფოთვარე აპრილის დროს რუსეთი მარცხდებოდა ამ მოედანზე, სადაც დღესაც შეიკრიბება ხალხი, ახლაც დამარცხდება - ეკა ხერხეულიძე
- ერთ მუშტს მოიქნევთ, ათი მოგხვდებათ, ამ ლაჩრობას არავინ არავის შეარჩენს - დავით მათიკაშვილი
- არ ვიცი, ვისი დაკვეთა იყო, მაგრამ ფაქტია, იყო წინასწარ დაგეგმილი აქტი - შალვა პაპუაშვილი მამუკა მდინარაძეზე თავდასხმაზე
სამართალი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
- შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის 9 პირი დააკავა, მათ შორის 5 უცხო ქვეყნის მოქალაქეა
მსოფლიო
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
- მოსკოვის კლინიკიდან, სადაც „კროკუს სითი ჰოლზე“ ტერაქტის შედეგად დაშავებულები მკურნალობენ, აფეთქების საფრთხის გამო 900-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- როგორ მოვამზადოთ ავტომობილი სეზონური ცვლილებისთვის - „თეგეტა მოტორსის“ რჩევები
- ელექტრომობილების გაყიდვები საქართველოში 37%-ით გაიზარდა - Tegeta Cars ბაზრის მთავარი მოთამაშეა
- 93%-ით გაზრდილი გაყიდვები და სამომავლო გეგმები – „ვოლვო ქარ კავკასია” 2024 წლის I კვარტალს აჯამებს
- სრულად ელექტრო Volvo EX30 პრესტიჟული ჯილდოს World Car Awards 2024-ის გამარჯვებულია
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა