დონალდ ტრამპი მზად არის გოლანის სიმაღლეები ისრაელის ნაწილად აღიაროს

საქართველო, თბილისი - 10:58 | 22.03.2019
ნანახია: 991

დადგა დრო გოლანის სიმაღლეებზე ისრაელის სუვერენიტეტი ვაღიაროთ, - ამის შესახებ ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, მან Twitter-ის მიკრბლოგში დაწერა, რომ გოლანის სიმაღლეები განსაკუთრებულად სტრატეგიული მნიშვნელობისაა ისრაელის სახელმწიფოსა და რეგიონალური უსაფრთხოებისთვის.

ტრამპის განცახდება წინ უძღვის ისრაელის პრემიერ მინისტრის ბინიამინ ნეთანიაჰუს ვიზიტს აშშ-ში, სადაც ის მომავალ კვირას ჩავა.

ნეთანიაჰუმ დონალდ ტრამპს ასეთი პოზიციისთვის მადლობა გადაუხადა. „მაშინ, როცა ირანი ისწრაფვის სირია ისრაელის გასანადგურებლდ პლაცდარმისთვის გამოიყენოს, პრეზიდენტი ტრამპი თამამად აღიარებს ისრაელის სუვერენიტეტს გოლანის სიმაღლეებზე. მადლობა, პრეზიდენტო“, - წერს ნეთანიაჰუ Twitter-ის მიკრობლოგში.

გოლანის სიმაღლეები 1967 წლამდე სირიის შემადგენლობაში შედიოდა. ექვსდღიანი ომის შემდეგ ისრაელის არმიამ ეს ტერიტორია დაიკავა. ამ დრომდე გოლანი ისრაელისა და სირიის კონფლიქტის ძირითად  საგანს წარმოადგენს.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე