იტალიაში მძღოლმა ავტობუსი დაწვა, რომელშიც 50 ბავშვი იმყოფებოდა

საქართველო, თბილისი - 16:37 | 21.03.2019
ნანახია: 2008

იტალიაში, მილანის სიახლოვეს, წარმოშობით სენეგალელმა, იტალიის 47 წლის მოქალაქემ გაიტაცა ავტობუსი, სადაც 50 მოსწავლე იმყოფებოდა. გამტაცებელი ავტობუსის მძღოლი იყო, მან ბავშვებს ტელეფონები ჩამოართვა, თუმცა ერთ-ერთმა მათგანმა პოლიციაში დარეკვა მოასწრო. იუწყება  DW.

ადგილობრივი მედიის ცნობით, მას შემდეგ, რაც პოლიციამ ავტობუსს გზა გადაუკეტა, მღძოლმა ტრანსპორტს ცეცხლი წაუკიდა. სპეცრაზმელებმა ავტობუსში უკანა ნაწილის ფანჯრებიდან შეაღწიეს და ბავშვების უვნებლად გამოყვანა მოახერხეს.
იტალიის გენერალური პროკურატურა დამნაშავის  ტერორისტულ მოტივებს არ გამორიცხავს. ის დაკავებულია. პოლიცია ვარაუდობს, რომ ავტობუსის მძღოლი მარტო მოქმედებდა და მას თანამზრახველები არ ჰყავდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე