6 დაღუპული და 30 დაშავებული - ძლიერი აფეთქება ქიმიურ ქარხანაში

საქართველო, თბილისი - 16:23 | 21.03.2019
ნანახია: 776

6 ადამიანი დაიღუპა და 30 დაშავდა ჩინეთში ქიმიურ ქარხანაში მომხდარი აფეთქების შედეგად. შემთხვევა ცზიანსუს პროვინციაში მოხდა.

დაშავებულები საავადმყოფოებში გადაიყვანეს. სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება.

ადგილობრივი მედიის ცნობით, აფეთქების მიზეზი დაუდგენელია. ასევ უცნობია, რა სახის ქიმიკატები აფეთქდა და რომელი ნივთიერებები მოხვდა ატმოსფეროში. ადგილზე სპეციალისტები მუშაობენ.

აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ ჩინეთის სეისმოლოგიის სააგენტომ 2,2 მაგნიტუდის მიწისძვრა დააფიქსირა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე