აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი პატრიარქს შეხვდა

საქართველო, თბილისი - 16:11 | 21.03.2019
ნანახია: 684

დღეს, 21 მარტს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, როს უილსონი და მისი მეუღლე მარგო სქუაერი მიიღო. ინფორმაციას საპატრიარქო ავრცელებს.

"სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ისაუბრა ჩვენი ქვეყნის მდგომარეობის შესახებ, ხაზი გაუსვა ოკუპირებული ტერიტორიების მშვიდობიანი გზით დაბრუნების აუცილებლობას და აშშ-ს მიერ საქართველოსთვის გაწეული თანადგომისთვის მადლიერება გამოხატა.

ბ-ნმა როს უილსონმა აღნიშნა, რომ დიდია მართლმადიდებელი ეკლესიის როლი საქართველოსა და ქართველი ხალხის ცხოვრებაში. მან მტკიცე პოზიცია დააფიქსირა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ აშშ აქტიურად გააგრძელებს ამ მიმართულებით საქართველოს მხარდაჭერას.

შეხვედრის დასასრულს მისმა უწმინდესობამ ბ-ნ როს უილსონს და მის მეუღლეს სამახსოვრო საჩუქარი გადასცა და თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვა", - ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე