ილინოისში, 400 სასულიერო პირს ბავშვების მიმართ სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ

საქართველო, თბილისი - 16:00 | 21.03.2019
ნანახია: 775

აშშ-ში იურიდიულმა ფირმამ Jeff Anderson & Associates-მა გამოაქვეყნა მოხსენება სადაც დასახელებულია  არასრულწლოვანების მიმართ სექსუალურ ძალადობაში მხილებული 400 სასულიერო პირის ვინაობა, რომელსაც ეკლესია არ ახმაურებდა. მოხსენებაში აღნიშნულია, რომ სექსუალური ძალადობის ფაქტებს ადგილი ილინოისის შტატის ეპარქიებში სხვადასხვა წლებში ჰქონდა.

მოხსენების თანახმად, ილინოისის ეპარქიები არ ახმაურებდნენ ყველა შემთხვევას და არ აცხადებდნენ, რომ იცოდნენ სასულიერო პირების მიერ ჩადენილი სექსუალური ძალადობის შესახებ. მოხსენებაში მოყვანილია 400 სასულიერო პირის სახელები.

Anderson-ის მოხსენებაში აღწერილია ილინოისის ეპარქიების კათოლიკურ დაწესებულებებში არასრუწლოვნების მიმართ სექსუალური ძალადობის ქრონოლოგია და ანალიზი. მოყვანილია ფაქტები, თუ როგორ მალავდნენ მოძალადეებსა და მათ მიერ ჩადენილ დნაშაულებს მაღალი წოდების სასულიერო პირები.

როგორც მოხსენების ავტორები წერენ, ყველაზე შოკისმომგვრელი იყო ის, რომ ზოგიერთი დამნაშავე განზრახ გადაყავდათ ან ტოვებდნენ იმ პოზიციებზე, რომლებიც მათ საშუალებას აძლევდა პირდაპირი წვდომა ჰქონოდათ ბავშვებთან, მას შემდეგაც კი თუ მათ მიერ ჩადენილი სექსუალური ძალადობა ცნობილი ხდებოდა.

ეპარქიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პოლიციასთან არ თანამშრომლობდნენ, მაგრამ ყველა ძალადობის ფაქტის გამოვლენის შემდეგ შტატის ხელისუფლებას მიმართავდნენ. მანამდე ცნობილი გახდა, რომ ილინოისის შტატის პროკურატურამ სასულიერო პირების მხრიდან ბავშვების მიმართ სექსუალური ძალადობის 700 შემთხვევა გამოავლინა, რომელთაგან 500-მდე შემთხვევა არ იყო სათანადოდ გამოძიებული, ან ამის შესახებ პოლიციას არავინ აცნობა.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე