ჰააგის სასამართლომ რადოვან კარაჯიჩს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა

საქართველო, თბილისი - 15:12 | 21.03.2019
ნანახია: 700

ჰააგის სააპელაციო სასამართლომ ბოსნიელი სერბების ყოფილ ლიდერს 73 წლის  რადოვან კარაჯიჩს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.

2016 წელს ჰააგის საერთაშორისო სასამართლომ კარაჯიჩი დამნაშავედ ცნო ბოსნია და ჰერცოგოვინაში ჩადენილ დანაშაულებებში, მათ შორის ეთნიკურ წმენდაში, ადამიანების მასობრივ დეპორტაციასა და სრებრენიცის გენოციდში.

კარაჯიჩს 40-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. იმავე წელს დაცვის მხარემ გადაწყვეტილება გაასაჩივრა. გასული წლის აპრილში ბრალდებამ კარაჯიჩისთვის სამუდამო პატიმრობა მოითხოვა.

1992 წელს ბოსნია და ჰერცოგოვინამ იუგოსლავიის შემადგენლობიდან გასვლის შესახებ განაცხადა, რის შემდეგაც რესპუბლიკაში დაიწყო ომი ბოსნიელ მუსულმანებს, სერბებსა და ხორვატებს შორის, რომელიც 1995 წლამდე გაგრძელდა. ექსპერტების შეფასებით, კონფლიქტს 100 ათასამდე ადამიანი ემსხვერპლა. საომარი მოქმედებების შემდეგ ტრიბუნალმა კარაჯიჩს ბრალდებები წაუყენა. ის მართლმსაჯულებას 13 წლის განმავლობაში ემალებოდა. კარაჯიჩი 2008 წელს ბელგრადში დააკავეს და ჰააგას გადასცეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე