ჩვენ და "თავისუფალ დემოკრატებს" გვაკავშირებს საერთო ღირებულებები და ფასეულობები - გიგი უგულავა

საქართველო, თბილისი - 14:16 | 21.03.2019
ნანახია: 870

„ევროპული საქართველოსა“  და „თავისუფალი დემოკრატების“ თანამშრომლობა არის გრძელვადიანი, - თქვა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ბრიფინგზე, სადაც შუალდეურ არშევნებში მთაწმინდის ოლქში „ევროპული საქართველოსა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ საერთო კანდიდატად შალვა შავგულიძე წარადგინეს.

„ჩვენი "ევროპული საქართველოს" და "თავისუფალი დემოკრატების" თანამშრომლობა არის გრძელვადიანი, სტრატეგიული. ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ევროპული საქართველო და თავისუფალი დემოკრატები სხვადასხვა პოლიტიკური ნაპირიდან მოვდივართ, არ გვაკავშირებს საერთო პოლიტიკური წარსული, მაგრამ გვაკავშირებს საერთო ღირებულებები, ფასეულობები, აწმყოს ანალიზი და მომავლის ხედვა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ თანამშრომლობა არის საფუძველი მომავალი განვითარების. ის შუღლი, გაუტანლობა, ბოროტება, რასაც თესავს ქართული ოცნება ყოველდღიურად, უნდა დასრულდეს. ჩვენ იმედი გვაქვს და ვიბრძოლებთ, რომ მთაწმინდაზე, შუალედურ არჩევნებში მოხდება ეს“, - განაცხადა უგულავამ. 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე