სააკაშვილი უხამსი კაცია, ვითხოვ, რომ დამიცვათ მომავალში, როდესაც ის თავს დამესხმება გენდერული ნიშნით - წულუკიანი ბოკუჩავას

საქართველო, თბილისი - 14:11 | 21.03.2019
ნანახია: 1113

თქვენზე ვთქვი, რომ თქვენი განცხადებები იყო ზედაპირული, მაგრამ თქვენ ლამაზი ქალი ხართ. ეს არ არის კარგი განცხადებ, ვაღიარებ ამ ტრიბუნიდან. მაგრამ თქვენ ხართ ლამაზი ქალი და ხართ განათლებული ქალი. ვასწორებ ჩემს გამოსვლას , - ასე მიმართა ასე მიმართა იუსტიციის მინისტრმა "ნაციონალური მოძრაობის" წევრს, თინათინ ბოკუჩავას საპარლამენტო ტრიბუნიდან.

 მინისტრის თქმით, მან და თინა ბოკუჩავამ ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს და შეთანხმდნენ, რომ გაასაჯაროვებდნენ იმას, რაზეც კულუარებში შეთანხმდნენ.

ჩვენ ხელი ჩამოვართვით ერთმანეთს და შევთანხმდი, რომ გავასაჯაროებდი, რაზეც ჩამოვართვით ხელი ერთმანეთს. იმაზე, რომ მე ვთქვი, რომ თქვენი გუშინდელი განცხადებები იყო ზედაპირული, თქვენ მითხარით, რომ თუ ამას იტყვით ტრიბუნიდან, მე თქვენ დაგიცავთო, ვასაჯაროებ, რაზე ვილაპარაკეთ, თორემ მე თქვენთან კულუარებში სასაუბრო არაფერი მაქვს. მე თქვენზე ვთქვი, რომ თქვენი განცხადებები იყო ზედაპირული, მაგრამ თქვენ ლამაზი ქალი ხართ. ეს არ არის კარგი განცხადებ, ვაღიარებ ამ ტრიბუნიდან. მაგრამ თქვენ ხართ ლამაზი ქალი და ხართ განათლებული ქალი. ვასწორებ ჩემს გამოსვლას. მაგრამ ამის სანაცვლოდ, თქვენ დამპირდით, წეღან იქ მითხარით, რომ ჩემმა ლიდერმა თქვენზე უხამსობები თქვა გენდერული ნიშნითო, დიახ, სააკაშვილი უხამსი კაცია, რომელმაც ჩემზე უხამსობით და გენდერული ნიშნით ანეკდოტები მოყვა. თქვენ თქვით, რომ როდესაც ჩემი ლიდერი თავს დაგესხმებათ, დაგიცავთო. ახლა ვითხოვ, რომ დამიცვათ მომავალში, როდესაც სააკაშვილი თავს დამესხმება გენდერული ნიშნით,“- განაცხადა თეა წულუკიანმა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე