"ევროპულმა საქართველომ“ და "თავისუფალმა დემოკრატებმა" მთაწმინდის დეპუტატობის კანდიდატად შალვა შავგულიძე წარადგინეს

საქართველო, თბილისი - 13:43 | 21.03.2019
ნანახია: 835

"ევროპულმა საქართველომ“ და "თავისუფალმა დემოკრატებმა" მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში დეპუტატობის  კანდიდატად შალვა შავგულიძე წარადგინეს.

“ჩვენ, ორმა პოლიტიკურმა პარტიამ, „ევროპულმა“ საქართველომ და „თავისუფალმა დემოკრატებმა“, გადავწყვიტეთ შევქმნათ საარჩევნო ბლოკი, რომლითაც წარვდგებით შუალედურ საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩევლის წინაშე, მთაწმინდაზე. ეს იქნება ჩვენი პოლიტიკური სტრატეგიული თანამშრომლობის დასაწყისი, რომელიც დაეფუძნება ქვეყნის განვითარების საერთო ხედვას, საერთო ღირებულებებს და მიზნებს, როგორიც არის, ავტორიტატურილი მმართველობის დაუშვებლობა, სამართლის უზენაესობის დამკვიდრება, ხელისუფლების შტოებს შორის კონტროლისა და ბალანსის რეალური მექანიზმების ამოქმედება; ქვეყნის მართვა კონსტიტუციურ კონტროლს დაქვემდებარებული, მცირე, მაგრამ ეფექტიანი მთავრობის მეშვეობით; ადამიანის უფლებების განუხრელად დაცვა, ქვეყნის საგარეო უსაფრთხოების უზრუნველყოფა და რა თქმა უნდა, ყველაფერი ამის გარანტი, ქვეყნის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის განხორციელება”,  - განაცხადა შავგულიძემ.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე