რატომ ატრიალებთ უნამუსოდ ჩემს შეკითხვებს, ეს არის უნამუსო ილეთი თქვენი მხრიდან - ადა მარშანია თეა წულუკიანს

საქართველო, თბილისი - 13:26 | 21.03.2019
ნანახია: 764

გგონიათ, რომ მართლა დაიმსახურეთ თქვენი თანამდებობა? ჩვენს ნაბრძოლზე ხართ იმ თანამდებობაზე და თქვენც წაიბრძოლეთ რაღაც ერთი წელი, დარბოდით რუსთაველზე , - ასე მიმართა „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა ადა მარშანიამ იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს.

„პატიოსან ქვეყანაში მებრძოლი ხალხი და საზოგადოება აქ მოგვადგებოდა ჩვენ ყველას და გაგვრეკავდა აქედან, გარეკავდა ამ უნამუსო და უსაქმურ პარლამენტს”, - განაცხადა ადა მარშანიამ.

დეპუტატის თქმით, წულუკიანი პარლამენტის სხდომათა დარბაზში მინისტრის რანგში იმყოფება და მან ყველა შეკითხვას უნდა უპასუხოს ზედმეტი კეკლუცობისა და თავხედობის გარეშე.

 „მინდა, შეგახსენოთ, რომ პარლამენტის სხდომათა დარბაზში ბრძანდებით მინისტრის რანგში და ყველა პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებს უნდა უპასუხოთ თანაბრად, ნორმალურად, ზედმეტი კეკლუცობის, თავხედობის, უტაქტო და ზოგჯერ უზრდელი ტონალობისა და პასუხების გარეშე, ამის შეხსენება მინდა თქვენთვის. გუშინ აქ თქვენი ნარცისობა ვიხილეთ. თურმე იუსტიციის დარგში თუ რამე მიღწევა ყოფილა, თქვენი დამსახურებაა, აღვნიშნე კიდეც, თუმცა თქვენ თურმე კომპლიმენტის, შექებისა და კარგი მუშაობის შედეგის დანახვის დაფიქსირების ღირსი არც ყოფილხართ. რატომ ატრიალებთ უნამუსოდ ჩემს შეკითხვებს თქვენდამი, ეს არის უნამუსო ილეთი თქვენი მხრიდან. იმიტომ ხომ არა, რომ მე გუშინ თქვენ მთავარი გკითხეთ, აშკარად გამოჩნდა აქ, უკვე მერამდენეჯერ, რომ თქვენ ხელების დაბანა გინდათ და ისე გინდათ წარმოადგინოთ მდგომარეობა, რომ იმ უბედურებაში, რაც მივიღეთ ჩვენ ამ სასამართლო სისტემის ე.წ. რეფორმით, თქვენ არაფერ შუაში არ ხართ და ხელებს იბანთ ჩვენს თვალწინ“, – განაცხადა ადა მარშანიამ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე