საქართველოს მთავარმა პროკურორმა უნგრეთის ელჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა

საქართველო, თბილისი - 15:03 | 14.12.2015
ნანახია: 1666

საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე საქართველოში უნგრეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს მის აღმატებულებაშანდორ საბოს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძე და სამართლებრივი უზრუნველყოფისდეპარტამენტის უფროსი ირაკლი ჩილინგარაშვილი.

შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა. უნგრეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმაელჩმა ირაკლი შოთაძეს მთავარ პროკურორად არჩევასთან დაკავშირებით,  უნგრეთის რესპუბლიკის გენერალური პროკურორის პეტერ პოლტის მისალოციწერილი გადასცა.

შეხვედრაზე ასევე  განიხილეს ორი ქვეყნის პროკურატურის ორგანოებს შორის მომავალი თანამშრომლობის საკითხები. ამ მიზნით, საქართველოს მთავარმა პროკურორმა გამოთქვა მზადყოფნა მისი უნგრელი კოლეგის საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მოწვევასთან დაკავშირებით.შეხვედრის დასასრულს ელჩმა მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრ პროკურორს და იმედი გამოთქვა მომავალი თანამშრომლობის გაღრმავებისშესახებ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე