სააკაშვილმა დაბომბა ჩვენი მოსახლეობა, ამას ვთვლი, როგორც შეცდომად და არა საქართველოს პასუხისმგებლობას ომში - ზურაბიშვილი

საქართველო, თბილისი - 09:43 | 20.03.2019
ნანახია: 895

საერთაშორისო სამართალი არსებობს და საერთაშორისო სამართალში ერთმა ქვეყანამ გადალახა მეორის საზღვარი და ეს ქვეყანა არის რუსეთი, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ გადაცემა „რეაქციაში“.

„საერთაშორისო სამართალი არსებობს და საერთაშორისო სამართალში ერთმა ქვეყანამ გადალახა მეორის საზღვარი და ეს ქვეყანა არის რუსეთი. საქართველოს საერთოდ არ გადაულახავს არც ერთი თავის მეზობელი ქვეყნის საზღვარი. რუსეთმა ეს გააკეთა არა ერთხელ, არამედ გამუდმებით და იმ 1921 წლის, სავალალო 21 წლის ჩათვლით, რის გამოც, ჩემი ოჯახი აღმოჩნდა უცხოეთში ემიგრაციაში. ასე რომ ამაზე მეორე აზრი არ არის. მეორე საკითხი არის იმ პირობებში, იმ პროვოკაციებში, იმ პერიოდში, როცა გაუთავებლად იყო დაბომბვები ჩვენი სოფლების, რა უნდა გაეკეთებინა სააკაშვილს, ან არ უნდა გაეკეთებინა. ამაზე ჯერ ისტორიას აქვს თავისი სათქმელი მომავალში და უნდა ამას დაველოდოთ. არ არსებობს ქვეყანა, რომელიც წინ მიდის და არ უყურებს თავის ისტორიას ღია თვალებით.

სააკაშვილმა დაბომბა ჩვენი მოსახლეობა, რომელიც ნაწილობრივ იყო დაცლილი. მაგრამ მე ამას ვთვლი, როგორც შეცდომად და არა - საქართველოს პასუხისმგებლობას ომში. ეს არის განსხვავება. ეს არ არის საქართველოს დადანაშაულება. იმიტომ რომ ომის პასუხისმგებლობა არის იმ ქვეყნის, რომელიც არის სამართლებრივად ომზე პასუხისმგებელი და დაიწყო საომარი მოქმედებები და გადმოვიდა საზღვარზე. ჩვენ არ გადავსულვართ საზღვარზე. მე ვამბობ, რომ დანაშაული არის ჩვენი ქვეყნის მიმართ. ეს არის შიდა პოლიტიკა. ამაში ვერ ვთანხმდებით. საერთაშორისო ნებისმიერ სასამართლოში რუსეთი და მხოლოდ რუსეთი არის დამნაშავე...

მოსახლეობა არა, დაბომბა ჩვენი ტერიტორია, შვიდში ღამეს და ეს არის ის დანაშაული, რომელიც არის პრეზიდენტის და ჩვენი გასარჩევი შიგნით. რაც ეხება საერთაშირისო სიტუაციას, დამნაშავე არის რუსეთი, რომელიც სხვათა შორის, შემოიჭრა კოდორში, რომელზედაც არავინ არ ვსაუბრობთ, სხვათა შორის. ეს იყო პირდაპირ შემოჭრა ჩვენი საზღვრის და გადალახვა და ამიტომ, ეს არის კიდევ უფრო დიდი დანაშაული.

ეს არის შიდა პოლიტიკა, რომელზედაც ჩვენ უნდა ჩვენს შორის გავარჩიოთ, რა იყო სწორი... საერთაშორისო დონეზე არანაირად არ ვართ დამნაშავე. რომელი საზღვარი გადავკვეთეთ? მშვიდობიანი მოსახლეობა გაყვანილი იყო. მე ვამბობ, რომ ეს იყო დაბომბვა ტერიტორიის. მშვიდობიანი მოსახლეობა წინა დღეს იყო გაყვანილი, რაზედაც უნდა დავფიქრებულიყავით, რა ხდებოდა იმ დროს. აქ არის ძალიან ბევრი პოლიტიკური შეცდომები, რომელიც გვეხება ჩვენ, როგორც ქვეყანას, როგორც სახელმწიფოს და ჩვენ ვერ წავალთ წინ თუ არ გვეცოდინება შიგნით რა შეცდომები დავუშვით. ჩვენ თუ ვლაპარაკობთ ხვალინდელ შერიგებაზე და გამთლიანებაზე, ეს საკითხები ჩვენს შორის უნდა გავარკვიოთ და არა საერთაშორისო დონეზე, სადაც ვცდილობთ, რომ ვიღაცეები დავადანაშაულოთ ჩვენს შორის“, - განაცხადა პრეზიდენტმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე